24 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
ძარცვის ბრალდებით დაკავებული ექვსი პირიდან ორი არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება

ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული ექვსი პირის საქმეზე ორი არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება.

დაკავებული ექვსი პირიდან ორი არასრულწლოვანია და მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 23 სექტემბერს 16 წლის ახალგაზრდას მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით,  მობილური ტელეფონი წაართვეს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

დღის ამბები