18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"სიძულვილის ენის ბრძოლის წინააღმდეგ "რუსთავი 2-ს" წამყვანი როლი აქვს"- ირაკლი იმნაიშვილი

სიძულვილის ენა, მისი გამოხატვის გზები და ბრძოლის მექანიზმები - ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მსჯელობს. დისკუსიის მიზანი მხარეებს შორის ინფორმაციის დაცვაა. ღონოსძიების მონაწილეების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

"სიძულვილის ენასთან ბრძოლის 
მთავარი გამოწვევაა, არ დაზარალდეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ამ შემთხვევაში მედიას და "რუსთავი 2-ს" აქვს წამყვანი როლი, რა უნდა გაკეთდეს, როცა ვსაუბრობთ თვითრეგულაციაზე ან აღიარებულ სარედაქციო ფასეულობებზე. ჩვენი ტელეკომპანია იქნება პირველი, სადაც იქნება გაწერილი, რას გავაკეთებთ სიძულვილის ენის წინააღმდეგ,"- აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა. 

დღის ამბები