თითქმის სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი მამალაძე საკუთარ ადვოკატს. საუბრის მთავარი თემა სინოდის ხმაურიანი სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები იყო.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველმა გაასაჯაროვა წერილი, რომელშიც გიორგი მამალაძე აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მსჯავრდებული დეკანოზი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე პრეზიდენტს, მიიღონ გადაწყვეტილება და გაათავისუფლონ ის საპატიმროდან. წერილში დეკანოზი მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადების შესახებაც აფიქსირებს პოზიციას.
ადვოკატის განცხადებით, დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
მიხეილ რამიშვილი ასევე პრეზიდენტის მორატორიუმსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პირველ პირს აქვს უფლება როგორც მორატორიუმის მიღების, ასევე მისი გაუქმებისაც.
საპატრიარქოს პრეზიდენტისთვის გიორგი მამალაძის შეწყალების თემასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მიუმართავს.