უბედური შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში. 60 წლის ქალი შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა.
მძიმედ დაშავებული თამარ გიგაურის ოჯახი ცხინვალს პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანის ნებართვას თხოვს და იმედოვნებენ, რომ დაშავებული ქალი მარგო მარტიაშვილის ბედს არ გაიზიარებს.
"ჭაში ჩავარდა, დამტვრეულია. წაიყვანეს სიკვდილის გზაზე და მოკლავენ როგორც დანარჩენ სხვებს. მრავლობითი მოტეხილობები აქვს, რენტგენი არ აქვთ, არც არაფერი იციან და ცხინვალში რა უნდა გაუკეთონ? ყველა საქმის კურსშია და ვეცდებით, რომ ერგნეთიდან გამოვაყვანინოთ,"-განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ახალგორის მუნიციპალიტეტის მერმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი. გაითვალისწინებს თუ არა თხოვნას ამჯერად მაინც საოკუპაციო რეჟიმი, ჯერჯერობით უცნობია.