19 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
ჭაში ჩავარდნილი ქალი ახალგორში - ოჯახი საოკუპაციო რეჟიმს დაშავებულის თბილისში გადმოყვანის უფლებას სთხოვს

"კურიერმა" ოკუპირებულ ახალგორში მძიმედ დაშავებული თამარ გიგაურის ოჯახის წევრი ჩაწერა.

როგორც მისი რძალი ამბობს, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამო გიგაურებთან კონტაქტი ბოლო პერიოდის განმავლობაში გართულებულია. უბედური შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

60 წლის ქალი შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებული თამარ გიგაურის ოჯახი ცხინვალს პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანის ნებართვას სთხოვს და იმედოვნებენ, რომ დაშავებული ქალი მარგო მარტიაშვილის ბედს არ გაიზიარებს.

საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი და მოქმედებს ცხელი ხაზი.

დღის ამბები