დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის უფლებადამცველი, ალექსანდრე კობაიძე სამართალდამცველებს პროფესიული მოვალეობის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.
ადვოკატის თქმით, მას გარკვეული პერიოდი მისი დაცვისქვეშ მყოფის მონახულების საშუალებას არ აძლევდნენ.
ალექსანდრე კობაიძე სხვა უფლებადამცველებთან ერთად დღეს მთავარ პროკურატურას მიმართავს და კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვს.
"მოვითხოვე, რომ დაუყონებლივ მოეცათ დაკაებულთან კომუნიკაციის უფლება. ამის საშუალება მე არ მომცეს. არათუ მე, არამედ სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც არ მისცეს. ეს არის პროფესიული უფლების უგულვებელყოფა, რომელიც სახელმწიფომ განახორიციელა და კონკრეტულად ძალოვანმა უწყებებმა. ამიტომ, ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ვაპირებთ საჩივარი შევიტანოთ მთავარ პროკურატურაში," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული. გამოძიება ადამიანის გატაცების, ხელშეწყობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.