ვანდალიზმი ახალქალაქში - სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნტტით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე, ხულგუმოს მაცხოვრებლებმა ნახეს დარბეული სამლოცველო.