პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივას, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკუთარი კანდიდატები გამოიწვიოს, საბჭოს არამოსამართლე წევრი ლევან გზირიშვილი გამოეხმაურა.
ლევან გზირიშვილი თქმით, იმისთვის, რომ შეფასდეს საბჭოს წევრის საქმიანობა, კონკრეტულმა პოლიტიკოსმა თუ ჟურნალისტმა სტატისიტიკა უნდა გამოითხოვოს.
„იმისათვის, რომ შეაფასო რამდენად არაჯეროვნად ასრულებს იუსტიციის საბჭოს წევრი საქმიანობას, ძალიან მარტივია მოვიდეს კონკრეტული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი და გამოითხოვოს სტატისტიკა. არაჯეროვანი ძალიან საშიში ტერმინია, თუნდაც იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე ზემოქმედება მოახდინო. მაინც მგონია, რომ არაჯეროვნობის შეფასება თანაბრად უნდა მოხდეს ყველა წევრისა იმის მიხედვით, თუ ვინ რა საქმიანობას ეწევა,“ - განაცხადა ლევან გზირიშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი პროცესები იქამდე მივიდა, რომ მომავალში პარლამენტი ძალიან ბევრს იფიქრებს და იმსჯელებს, ვიდრე რომელიმე წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წარადგენს.