23 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
რამდენიმე საათი ყველაზე ხმაურიანი ფილმის დაწყებამდე - "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს პრემიერა პროტესტის ფონზე გაიმართება

რამდენმე საათი ყველაზე ხმაურიანი პრემიერის დაწყებამდე. ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება. პრემიერა ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხდრეების პროტესტის ფონზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ფილმის ჩაშლით იმუქრებიან. გაკეთებული განცხადებების გამო კინოთეატრებში დამატებითი უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

ეკლესიაში განმარტავენ, რომ მათთვის კატეგორიულად შეურიგებელია "სოდომური ურთიერთობების" პოპულარიზაცია, თუმცა საპატრიარქო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს.

ფილმის ჩვენების წინააღმდეგია დეკანოზი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარიც. მამა შალვა კეკელიას აზრით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა მსგავსი შინაარსის ფილმს არ უნდა უყუროს. დეკანოზი ასევე აღნიშნავს, რომ ძალადობა დაუშვებელია და პროტესტის გამოსახატად მშვიდობიანი ფორმაა საჭირო. 

 ყველას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებენ, რომ პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

შექმნილი მოლოდინებიდან გამომდინარე, დამატებითი უსაფრთხოების ზომებზე გადასვლას აანონსებს კინოთეატრების მარკეტინგის დირექტორიც. გვანცა გარმელიას თქმით, შს სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი, იმისათვის რომ ფილმის ჩვენებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს. 


შვედეთის სახელით, ოსკარზე წარდგენილ ფილმზე - "და ჩვენ ვიცეკვეთ", დასასწრები თბილისის კინო-თეატრების, სამდღიან სეანსებზე დასასწრები, ყველა ბილეთი სრულად გაყიდულია.

 

დღის ამბები