საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი - თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური მასები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანს, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, დამატებით 5 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. გემს ტერიტორიის დატოვების უფლებას მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ მისცემენ.