21 დეკემბერი 2024,   21:02
ვრცლად
"2-3 ადამიანის გარდა, არავინ გამოჩენილა" - მარტვილში მიწების შესაძლო მიტაცების საკითხზე მუშაობა დასრულდა

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ლევან მერაბიშვილმა მარტვილში მიწების შესაძლო მიტაცების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაასრულა. როგორც მან "კურიერს" უთხრა, მიუხედავად საპატრიარქოში შესული არაერთი ზარისა, მათთან კონტაქტზე მხოლოდ სამი ადამიანი გამოვიდა, რომელიც მიიჩნევს, რომ მას მიწა მეუფე პეტრეს მმართველობის პერიოდში უკანონოდ წაართვეს. მისივე თქმით, საპატრიარქო მზადაა, ყველა დოკუმენტის სრულყოფილად ფლობის შემთხვევაში მათ აღნიშნული მიწები დაუბრუნოს.

“დღე ერთი იყო და 10-15 ზარი შემოდიოდა, რომ დაგვჩაგრეს, მიწები წაგვართვეს და ამან განაპირობა ჩემი აქ ჩამოსვლა. ორი-სამი ადამიანის გარდა, ვისაც ნამდვილად გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, არ გამოჩენილან, თუმცა საჯარო რეესტრში შეიძლება ნახოთ გადაცდომები, თუმცა ვერ მივალთ ოჯახებში და თითიდან გამოწოვილ თემებს ვერ დავიწყებთ. თუ ერთადერთი გარემოება იქნება ის, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეუშლის ხელს, ის მიატოვებს სახელმწიფოს სასარგებლოდ და სახელწიფო დაურეგისტრირებს უკვე მათ,”-აღნიშნა მერაბიშვილმა. გარდა ამისა, მერაბიშვილი ამბობს, რომ გადაბარების პროცესში გარკვეული სადავო საკითხები გამოიკვეთა, თუმცა ამ შემთხვევაში საკითხი სტატუსშეჩერებულ მეუფესა და უშუალოდ ობიექტების მფლობელებს შორის უნდა მოგვარდეს. საუბარია, მაგალითად, მარტვილის წყალსა და კანიონში მდებარე წისქვილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღის ამბები