წყალდიდობაა კონგოს რესპუბლიკაში. 30 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი წვიმების გამო ადიდებულია მდინარეები.
სტიქიამ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.