19 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
კინოჩვენება პოლიციის კორდონის ფონზე

კინოთეატრ "ამირანთან" ფილმის ჩვენება დღესაც სამართალდამცავების გაძლიერებული კორდონის ფონზე ჩაივლის.

უკვე მესამე დღეა თბილისსა და ბათუმში, კინოთეატრებთან  მოქალაქეების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს. ადგილზე დღესაც იმყოფებიან კინოლოგები და შსს-ს შესაბამისი დანაყოფები.

როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს როგორც ორგანიზატორებს, ასევე აქციაში მონაწილე პირებს, დაიცვან საზოგადო წესრიგი, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია  კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.

დღის ამბები