ფრანგი ეპისკოპოსები კომპენსაციას გადაუხდიან მათ, ვინც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვობაში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა.
ეპისკოპოსები ამისათვის სპეციალურ ფონდს შექმნიან და კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავენ. ეპისკოპოსებმა დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ იციან.
საფრანგეთში ბოლო 20 წელია სპეციალური კომისია ფაქტებს სწავლობს, მათ 3 ათასამდე ადამიანს ჩვენება უკვე ჩამოართვეს.