26 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს.

როგორც სუსში "რუსთავი 2"-ს უთხრეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები