თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ცეცხლნასროლი ჭრილობით არის მოკლული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ამ დროისთვის, შს სამინისტროს ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული არავინ ჰყავს.