საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 13 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9618 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9633 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2645 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2697 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0052 ლარი შეადგინა.