11 სექტემბერი 2026,   13:50
ვრცლად
არ აღიარებ საზღვარს და ციხეში მოხვდები - ოკუპანტები მიერ გატაცებული ყოფილი მძევალი "კურიერთან" ვაჟა გაფრინდაშვილთან შეხვედრას იხსენებს

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ცხინვალის ციხეში შეხვედრას ყოფილი მძევალი შოთა ბიძინაშვილი "კურიერთან" იხსენებს.

შოთა ბიძინაშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ბრალდებას, თითქოს მან ე.წ. საზღვარი გადაკვეთა არ დაეთანხმა, რაც გახდა კიდეც მისთვის სეპარატისტული სასამართლოს მიერ, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი.

შოთა ბიძინაშვილი ყვება, რომ ექიმი თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს.  

"გაიყვანეს და უთხრეს - ვიცით, რომ საქართველო გიყვარს და კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ უნდა მოაწერო ხელი, აქ ასეთი კანონია. არ აღიარებ საზღვარს, მოხვდები ციხეში. ბატონი ვაჟას პასუხი ასეთი იყო, რომ რაც გინდათ ის დაწერეთ, მე საზღვარს არ ვაღიარებო. ჩვენ, რომ გამოგვიშვეს იმ დილას ყოფილა სასამართლო. ოსმა გამომძიებელმა გვითხრა, რომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც გვითხრეს შესაძლებელია პატიმრობაში დატოვონ ან ერთწლიანი პირობითი მიუსაჯონ," - აღნიშნა შოთა ბიძინაშვილმა.

დღის ამბები