"თუ შეძლებთ გადაუაროთ" - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს დროშა დაუფინეს.
რუსთაველზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია წყლის ჭავლით დაშალა, პარლამენტის წინ გაშლილი კარვებიც აიღო.
მანამდე კი პოლიციამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი, დააკავა. დაკავებულები არიან სხვა მოქალაქეებიც.