20 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებისთვის ამანათების მიღება ხვალიდან იწყება

პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება ხვალიდან იწყება.

 ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები