ოპოზიციის მიერ დაანონსებული "ბოქლომების ომი" გრძელდება.
ამ წუთებში ოპოზიციის მხარდამჭერები და აქციების ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფებიან.
სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ მოდულის შენობას სიმბოლურად ბოქლომი დაადო.
"ჩვენი აქ მოსვლა ორნაწილიანი. ჩემს მიმართ ზეწოლა ხორციელდება. თუმცა, სანამ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევუერთდე საზოგადოების გულისწყრომას და იმ პერფორმანსს, რასაც აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე სიმბოლურად სუს-ის ცნეტრალური შესასვლელის ბოძზე ჯაჭვსა და ბოქლომს დავადებ," - განაცხადა დავით ქაცარავამ.