18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს 

საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საქმის გაყალბებას აგრძელებს. ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.  КГБ-მ გამოაქვეყნა.

ე.წ. უშიშროების მტკიცებით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციად აფასებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - ოკუპანტებს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვთ გაკეთებული.

დღის ამბები