16 სექტემბერი 2026,   15:38
ვრცლად
იმერეთის ტურისტულ ზონაში ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს

ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს იმერეთის რეგიონის სოფელ საწირეში.

"23,4 ჰა-ზე დაახლოებით 20 000 ძირი ნერგი იქნება დარგული, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღ ადგილობრივმა მოსახლეობამ, სკოლის მოსწავლეებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა," - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 100-მდე წაბლისა და ძელქვას სახეობის ნერგები დაირგო.

"კურორტ საწირეს განვითარების ფონდის" ინიციატივით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 23,4 ჰა ფართობისთვის ტყის აღდგენის პროექტი მოამზადა, რომელიც ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასთან ერთად, 18 900 ცალი სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგების დარგვას ითვალისწინებს.

საწირე - ტყიბულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა, რომლის უნიკალურობასაც იქ არსებული ლანდშაფტი და ბუნებრივი გარემო განაპირობებს. ეროვნული სატყეო სააგენტო ბოლო ორი წლის განმავლობაში კურორტის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებსაც ახორციელებს.

დღის ამბები