18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ხანძარია ძამას ხეობაში - ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული

ძამას ხეობაში ხანძარია. ცეცხლის კერა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე, ჯამჯამას მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ფიქსირდება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ხანძრის მასშტაბი ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური "რუსთავი 2" საუბრისას აღნიშნავს, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა ზოლის სიახლოვეს მდებარე ბუჩქნარს და ბალახს უკიდია.

დღის ამბები