შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის პოლიციის სამმართველოსთან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა იმ ქალაქში აპირებენ ჩასვლას, სადაც 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან, ეს ქალაქებია: გორი, მცხეთა, მარნეული, რუსთავი.
სამოქალაქო აქტივისტები პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.
გორის იზოლატორთან გამართული აქციის მონაწილეებმა დღესვე, პარლამენტთან 25 ნოემბრის აქცია დააანონსეს და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.