17 სექტემბერი 2026,   05:05
ვრცლად
სასტუმრო "ლეოგრანდის" ტრაგედია - აჭარის მთავრობის წევრებმა 2 წლის წინ დაღუპულები გაიხსენეს

სასტუმრო "ლეოგრანდის" ტრაგედია გაიხსენეს დღეს ბათუმში. სასტუმროსთან აჭარის მთავრობის წევრები ყვავილებით მივიდნენ და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

ორი წლის წინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 10 საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქე იყო.

"ლეოგრანდში" სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საწყობის უფროსს კი ორი წლით.

დღის ამბები