18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
"ივანიშვილი აგონიაშია და არაადეკვატურად იქცევა" - ოპოზიციის კონსულტაციები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში

ოპოზიციის კონსულტაციები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში - თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ აქციას აანონსებს. ლიდერები სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალებს გადიან. აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ დეპუტატებს სხდომის მშვიდად ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

"ერთის მხრივ, ეს არის პროტესტის ხაზი, რომელიც განვითარდება და კიდევ უფრო გააქტიურდება და მეორეს მხრივ, ეს არის სამართლებრივი ხაზი, მას შემდეგ რაც ხელისუფლებას ძალდატანებით გავუჩენთ სურვილს -  განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს," - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ.

"ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის აგონიაში, იქცევა არაადეკვატურად. ის დუმს და პასუხის არგაცემით ფიქრობს, რომ ეს პროცესები გადაივლის, მაგრამ ოპოზიციის შეტევები გაგრძელდება. ჩვენ ნამდვილად არ დავიღლებით. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს ერთი რამ, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, ის აუცილებლად სრულდება ხელისუფლების დამხობითა და ხალხის გამარჯვებით," - აღნიშნა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური პროცესების შედეგად ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო მძიმედ დასრულდება.

დღის ამბები