გამომძიებელი ჟურნალისტების ახალი დასკვნა. საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის 7-მა თანამშრომელმა, ე.წ. გრუმ ბულგარეთის სამი მოქალაქე მოწამლა.
საუბარია 2015 წლის აპრილში სოფიაში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ბიზნესმენი ემილიან გებრევი, მისი ვაჟი და ფირმის დირექტორი მოწამლეს.
საავადმყოფოში ექიმებმა სამივეს გადარჩენა შეძლეს.
რუსეთის კვალზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც იგივე სცენარით, ე.წ. ნოვიჩოკის ქიმიური ნაერთით, ბრიტანეთში სკრიპალები მოწამლეს.
დღეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გრუს 7-ივე ჯაშუშის ვინაობა გაასაჯაროვეს.