ბოდბისხევის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან დაპირისპირებაში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრის მიმართ პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
სიღნაღის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ილია ბაიდოშვილის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა საქმე 166-ე მუხლით აღძრეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
საქმე ეხება ბოდბისხევის ბაზარში მომხდარ ინციდენტს, სადაც ბაიდოშვილმა სამოქალაქო მოძრაობის წევრების შეხვედრისთვის ხელის შეშლა სცადა.
კერძოდ, "ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის" კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი პლაკატი დააზიანა, ასევე ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრთან ფიზიკური დაპირისპირება სცადა.