18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"ეს პროცესი იქნება განგრძობადი, სანამ ივანიშვილი არ წამოვა დათმობაზე" - ნიკა მელია ოპოზიციის გეგმების შესახებ

ოპოზიციონერმა ლიდერებმა რუსთაველზე დაგეგმილ აქციამდე დღეს ბოლო დეტალები განიხილეს. კონსულტაციები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაიმართა.

გადაწყდა, რომ შეკრებას ოპოზიცია ხვალ, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებს და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებს. გამოსვლების შემდეგ, პარლამენტის შესასვლელებთან ისევ პიკეტი მოეწყობა. 

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

"ოპოზიციური პარტიები 19:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჩატარდება აქცია, შემდეგ იწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება, რათა ივანიშვილის დეპუტატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა დილით მივიდნენ და სხდომა ჩაატარონ. მე ვფიქრობ, ეს პროცესი იქნება განგრძობადი მანამდე, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წამოვა. ივანიშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის პოლიტიკურად გაბანკროტებული," - განაცხადა მელიამ.

დღის ამბები