"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ხვალ დაგეგმილ აქციაზე ოპოზიცია პროვოკაციულ ქმედებებს არ განახორციელებს.
ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს და უკან არ დაიხევს.
"განწყობა არის ისეთი, რომ ერთის მხრივ უკან დახევას არავინ აპირებს, მეორეს მხრივ, არავინ აპირებს რამის პროვოცირებას და პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას, თუმცა ეს არ უნდა უქმნიდეს არავის ილუზიას, რომ ოპოზიცია ნახევრად იბრძოლებს და არ იბრძოლებს შედეგის მისაღწევად," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ოპოზიციის დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, საპროტესტო აქციას ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ხვალ 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება.