21 იანვარი 2025,   03:00
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის - "კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე"
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის.

      "კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე"- ამ სლოგანით თბილისში დეპუტატმა მშრომელთა გაერთიანებასთან ერთად აქცია გამართა. მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია.

      დამოუკიდებელი დეპუტატი მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ნაცვლიშვილმა თბილისში, ფილარმონიის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. 

      ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

      ნაცვლიშვილის განმარტებით, ისინი  25 ნოემბერს ოპოზიციის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდებიან და "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით არ დადგებიან.