"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ხვალ, 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე, ნაწილი კი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება.
ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აქცია იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი.
"ჩვენი სტრატეგიით და გეგმით მივდივართ, ოპოზიცია არის ერთიანი, აქცია იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. ეს არის სრულიად ახალი თაობის მიდგომა, ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდებთან. ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება და რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს," - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება.