21 იანვარი 2025,   02:32
ვრცლად
ანა დოლიძე კაიროს ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა კაიროს ქუჩაზე. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს და პრობლემების მოგვარებას ითხოვს. მათი განცხადებით, უკვე 7 წელია საკითხის გადაჭრას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.

      დღეს დევნილები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს და დევნილთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

      "7 წელია ეს ადამიანები ამ კორპუსში არიან შესახლებულები, რომელიც არაჰუმანურ პირობებში გადმოიბარეს და საცხოვრებელ ადგილს დაამსგავსეს, მაგრამ ამ კორპუსში დარჩა სერიოზული პრობლემები. ანტისანიტარია, რომელიც დგება კანალიზაციის გაუმართაობის გამო. კეთილი ინებოს ახლადდანიშნულმა გამგებელმა კახა სამხარაძემ, მობრძანდეს აქ და მოაგვაროს ეს პრობლემა, იმიტომ, რომ მე ვიძლევი გარანტიას, ეს არ იქნება მხოლოდ ამ კორპუსის მაცხოვრებლების პრობლემა," - აღნიშნა ანა დოლიძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.