18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით - ხუნდაძე არ აკონკრეტებს, რა შეთანხმებას მიაღწიეს მაჟორიტარებმა დღეს ივანიშვილთან

"შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით, თუმცა ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე არ აკონკრეტებს, თუ რა საკითხზე შედგა დღეს შეთანხმება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

"დასრულდა შეხვედრა ბატონ ბიძინასა და იმ მაჟორიტარებს შორის, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით, თუმცა ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ, რამეთუ ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ უნდა იქნას განხილული უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს.

პროდუქტიულს ვეძახი შეხვედრას იმის გამო, რომ სხვა შეხვედრებთან შედარებით, დღეს პრინციპულ საკითხებზე იყო თანხვედრა. ეს ეხებოდა რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემას," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები