"ქართული ოცნების" ოფისში დახურული კონსულტაციები გაიმართა.
როგორც ე.წ. მეამბოხე დეპუტატები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილთან გამართული საათნახევრიანი შეხვედრიდან, კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანეს.
"ეს იყო ჯენტლმენური შეთანხმება, რომლის შინაარსიც ხვალ გასაჯაროვდება," - ასე აფასებდნენ მაჟორიტარები მოლაპარაკებას "ოცნების" ლიდერთან.
ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ერთობლივი პოზიცია ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გასაჯაროვდება.
"მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო და დეტალური, შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც შექმნილ მდგომარეობასთან იყო კავშირში. შევთანხმდით ჯენტლმენურად. უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა დანარჩენი დეტალები, რომელზეც ჩვენ შევჯერდით," - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.