16 სექტემბერი 2026,   15:45
ვრცლად
ბოდბისხევის ბაზარში მომხდარი ინციდენტი - "სამოქალაქო მოძრაობის" აქტივისტი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

სოფელ ბოდბისხევის ბაზარში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე "სამოქალაქო მოძრაობის" აქტივისტი სიღნაღის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ნინო გოგოლაშვილი ადვოკატთან ერთად, დღეს სამართალდამცველებს დაპირისპირების ვიდეომტკიცებულებას წარუდგეს.

გოგოლაშვილი ყვება, რომ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გაარტყა მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ილია ბაიდოშვილმა, რისთვისაც მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

სამოქალაქო აქტივისტი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვასაც აპირებს.

გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები", სიღნაღიდან დაიწყეს, თუმცა, სოფელ ბოდბისხევის ბაზარში, მოძრაობის წევრებს, "ქართული ოცნების" აქტივისტები მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტზე გამოძიება 166-ე ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები