21 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
კალაძეს "პულტიანი" სათამაშო მანქანები აჩუქეს - "შეცვალეს" საპროტესტო აქცია მერის ანგარიშის პრეზენტაციაზე

დედაქალაქის მერის 2 წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციამ აქციის ფონზე ჩაიარა.

ადგილზე, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები მივიდნენ და თბილისის მერს საჩუქრად სახანძრო და  პოლიციის სათამაშო მანქანები მიუტანეს, რომლებიც პულტით იმართებოდა.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ქვეყნის და სახელმწიფოს მართვის პულტი ხალხის ხელშია, კალაძე კი სათამაშოებით უნდა გაერთოს.

აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ ღონისძიებაზე დასასწრებად არ შეუშვა.

"ყველგან ვიქნებით, სადაც "ქართული ოცნების" მასხარები შეეცდებიან, რომ ქართული საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენ ვემორჩილებით პოლიციას, მაგრამ არ მივცემთ თავისუფლად და მშვიდად გამოსვლის უფლებას," -  აღნიშნეს "შეცვალეს" აქტივისტებმა.

დღის ამბები