21 დეკემბერი 2024,   20:49
ვრცლად
რკინის კონსტრუქციები და პოლიციის კორდონი - პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო 

პარლამენტში პლენარული სხდომა, შენობის გარეთ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო. აქციებისა და პიკეტირების მიუხედავად, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შეიკრიბნენ.

მათ პარლამენტში მისასვლელად რკინის კონსტრუქციები და პოლიციის კორდონი დასჭირდათ. სხდომაზე, მინისტრის ფორმატის საათში დღეს საკანონდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან.

სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციის წევრები, დარბაზში მარტო დარჩენილი უმრავლესობის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ. დეპუტატებმა სხვადასხვა კანონპროექტებზე შეფასებები გააკეთეს, მათ შორის კოოპერატივისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

დღის ამბები