21 დეკემბერი 2024,   21:05
ვრცლად
ჩვენ ქვეყნის დემოკრატიზაციის გზას არ გადავუხვევთ, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანია - გიორგი გახარია

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად, დიდი შესაძლებლობა - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე.

გახარიას თქმით, ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით მიდის და ამ კურსს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაშიც არ გადაუხვევს. 

"როდესაც საქართველო 20 წლის წინ ევროსაბჭოს წევრი გახდა, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და  ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ წლების განმავლობაში მოუწევს იყოს სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი. ამას ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც,"- განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები