09 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
კენჭისყრა პარლამენტში - გარემოს დაცვის კომიტეტი ნინო წილოსანმა ჩაიბარა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი- 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილის არჩევას 81 მომხრე ჰყავდა და არც ერთი წინააღმდეგი.

საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, ხოლო 3 კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

დღის ამბები