09 ნოემბერი 2024,   17:59
ვრცლად
თავის არიდება მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისაგან - კახიანი "ევროპული საქართველოს" წევრებზე

"ევროპული საქართველოს" წევრების მიერ კომიტეტების დატოვებას ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილების მიღმა ფინანსური ვალდებულებებისგან თავის არიდებას ხედავს.

მისი თქმით, ბოიკოტის პირობებში კომიტეტებზე დაუსწრებლობა ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.

"ევროპული საქართველოს იმ წევრებმა, რომლებიც ორი კომიტეტის წევრები იყვნენ, დატოვეს თითო-თითო კომიტეტი, იმიტომ, რომ ერთ კომიტეტში ყოფნა არის ვალდებულება პარლამენტის წევრისთვის. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება მოსალოდნელი ფინანსური სანქციებისგან თავის არიდებას. პლენარულ სხდომებზე ბოიკოტის პირობებში არ დასწრების შემთხვევაში, რაიმე სანქციები არ იქნება გამოყენებული. მაგრამ, ეს არ ვრცელდება კომიტეტის სხდომებზე," - აცხადებს გიორგი კახიანი.

 

დღის ამბები