21 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა - ზალკალიანის სტატია "ევროაქტივში"

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოცემა "ევროაქტივში" სტატია გამოაქვეყნა.

მინისტრი წერს, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოწვევაც, ვინაიდან საქართველო პირველად არის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

"დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო არა მხოლოდ უძველესი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაა, არამედ წარმატებული და თანამედროვე სახელმწიფოა, რომელიც დამსახურებულ ადგილს იკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში," - აღნიშნავს მინისტრი.

სტატიაში მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოსა და ევროპის საბჭოს 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ჩართულობით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და განხორციელდა მრავალი პროექტი. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მუშაობაში და ამავდროულად, თავად ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს წინაშე მდგარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, საქართველოს თავმჯდომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპის საბჭოს ფუძემდებლური პრინციპების განმტკიცებაში. საქართველოს მიზანია იყოს ორგანიზაციის მიერ შექმნილი ღირებულებათა სისტემის როგორც მოსარგებლე, ასევე მისი ღირსეული კონტრიბუტორი და დამცველი.

დღის ამბები