09 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციისას დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოძრაობა "შეცვალეს" ორი აქტივისტი სამართალდამცავებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გიორგი რუხაიასა და ბექა პაპაშვილის პროცესი ერთი საათის წინ დაიწყო, თუმცა იმის გამო რომ სხდომას დაკავებულების უფლებადამცველი არ ესწრებოდა, მოსამართლეს სხდომის გარკვეული დროით გადადება მოუწია და სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

უფლებადამცველის თქმით,  აღნიშნული დაკავება დაშინების მცდელობაა, რომ პროტესტი შეწყდეს და მოძრაობის აქტივისტებმა პერფორმანსები აღარ გამართონ.

"ფორმალური საფუძველი არის ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა, როგორც ხდება ხოლმე. აქვე აღვნიშნავ, რომ პაპაშვილმა 2 დღის წინ დატოვა ადმინისტრაციული პატიმრობა და რუხაია გიორგი სადღაც ოცდამეათედ არის დაპატიმრებული, ზუსტად ამ აქციებიდან გამომდინარე. რეალურად, რასაც ედავება სახელმწიფო ჩემს მეგობრებს არის, თუ რატომ გამოხატავენ თავისუფალ აზრს. კომუნიკაცია ვერ მოვახერხე იმიტომ, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ხდება ეს პროცესები,"- განაცხადა ადვოკატმა სალომე ქურდიანმა.

დღის ამბები