21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"თუ "ქუჩის ოპოზიციას" ხალხის ნდობა აქვს, პარლამენტის კარებს ნუ ამტვრევს, არჩევნებს დაელოდოს"- ნინო წილოსანი 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის შეფასებით, ოპოზიციისა და დემონსტრანტების პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლებისა და ცივილურობის ფარგლებს სცდება.

წილოსანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირების ნაცვლად არჩევნებს უნდა ელოდებოდეს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ მათ საკმარისი რაოდენობა ეფექტური აქცია მოეწყოთ, ისინი ოჯახის წევრებით იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან კარგი, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა აქვთ. ისინი ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური ქაოსი შეექმნათ. ის საქციელი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, ჩემთვის პირადად არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში და არც ცივილურობაში.

ეს "ქუჩის ოპოზიცია", თუ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა, პარლამენტის კარებს კი არ უნდა ანგრევდეს, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ. თუ ისინი პარლამენტის კარებს ამტვრევენ, ლოგიკური დასკვნა მიჩნდება, რომ მათ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები