21 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
ერაყში დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს

ერაყში დემონსტრანტებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს. ქალაქ ნაჯაფში მომიტინგეებმა საკონსულოში შეღწევა და ირანის დროშის მოხსნა სცადეს. დიპლომატები თავდასხმისას შენობაში არ იმყოფებოდნენ. უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს. არეულობისას დაიღუპა 18 და დაშავდა 35 ადამიანი.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები ერაყში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

დღის ამბები