21 დეკემბერი 2024,   20:55
ვრცლად
იმედია ზოგოერთებივით პოპულიზმში არ გადაიჭრებიან - გია ვოლსკი ახალი ფრაქციის "დამოუკიდებელი დეპუტატის" წევრებზე

პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა. ის ძირითადად "ოცნებიდან" ადრე წასული დეპუტატებით დაკომპლექტდა და მას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.

მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ახლად შექმნილი ფრაქცია მათ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობის შენარჩუნებას მისცემს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები პოპულიზმში არ გადაიჭრებიან.

"მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კრიტიკულიც არიან, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ გაცდებიან და პოპულიზმში არ გადაიჭრებიან, როგორც ზოგიერთი ჩვენი ყოფილი წევრი უმრავლესობის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფრაქციაში სახელწოდებით "დამოუკიდებელი დეპუტატები" - ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი ერთიანდებიან.

ახალი ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნებიან.

დღის ამბები