საქალაქო სასამართლოში მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტების საქმეზე მსჯელობა განახლდა. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც გუშინ ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის მთავრობის ადმინისტრაციათან დააკავეს. გუშინ პროცესზე დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ორი თანამშრომელი, რომლებმაც აღწერეს, რა დარღვევისთვის დააკავეს ახალგაზრდები. პროცესი დღეისათვის დაკავებულის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
დააკვებული ბექა პაპაშვილის ადვოკატის თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომელშიც უშუალოდ ჩანს დაკავები პროცესი. მისივე განმარტებით, ვიდეო მტკიცებულებებით დასტურდება რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
ბექა პაპაშვილის განმარტებით, მისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა.
"რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ წარვუდგინო ის მტკიცებულება, რომელიც მოვიპოვე დღეს დილიდან. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი მტკიცებულებებიც ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. მე არავისთვის არ მიგინებია და შეურაცხყოფა არ მიმიყენებია," - განაცხადა ბექა პაპაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დღესვე 18 ნოემბერს დაკავებული გიორგი რუხაიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
"მოსამართლეს გადადებინეთ პროცესი იმისთვის, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა შსს და დღეს მე ვიდეო-მასალები ამოვჭერი სატელევიზიო ეთერებიდან. აშკარად ჩანს, რომ მე ვდგავარ ჩემთვის. პოლიციელი მიახლოვდება უკნიდან, ხელს მკიდებს და მივყავარ. არანაირ წინააღმდეგობას ჩემგან ადგილი არ ჰქონია და არც ბილწსიტყვაობას, რაზეც მედავებიან," - აღნიშნა რუხაიამ.