მიხეილ კალანდიას საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული. სხდომას დაცვის მხარის მოთხოვნით, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაუძღვება. იგეგმებოდა სხვა მოსამართლის დანიშვნა, რასაც ბრალდებულის უფლებადამცველი აპროტესტებდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია 72 მოწმე - ამდენივე დასაკითხია.
"ბრალდების მიერ წარმოდგენილი არც ერთი მოწმის მიერ, 72 მოწმეა დღეისთვის დაკითხული, არ დასტურდება მიხეილ კალანდიას რაიმე მონაწილეობა შერაცხული ბრალის ირგვლივ," - აცხადებს ადვოკატი, ზურაბ თოდუა.
შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.