18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
არ მესმის რატომ არის მამალაძეზე გაუთავებლად საუბარი -პრეზიდენტი არ აკონკრეტებს შეიწყალებს თუ არა მამალაძეს

საქართველოს პრეზიდენტი ისევ არ აკონკრეტებს, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის დეკანოზზე გაუთავებლად საუბარი.

"შეწყალების აქტი რომ გამოიცემა, ყველა ერთად გაეცნობა,  ვინ არის ამ შეწყალების აქტზე და მგონი, არასწორი იქნება სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი, რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ. არ მესმის, მართალი რომ ვთქვა, რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი," - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების რეკომენდაციით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. 

დღის ამბები